"ალიას" მასალების მიხედვით
"გუშინ იქ მოხდა ასეთი რამ: ჯოევას მომხრე მომიტინგეებს სახანძრო მანქანებითა და "სპეცნაზით" შემოარტყეს ალყა, არ მიატანინეს საკვები, შეშა და როგორც გაირკვა დარბევის იმიტაცია მოაწყვეს. რაღაც რომ უნდა მომხდარიყო, ამაზე მეტყველებდა ისიც, რომ რუსეთმა საზღვრები ჩაკეტა ვლადიკავკაზთან - ამიტომაც ავრცელებდნენ ინფორმაცია, არეულობაში ქართული კვალი ჩანსო. საინტერესო ის არის, რომ ამ დარბევის იმიტაციას, როგორც იქაურებმა მითხრეს, ხელმძღვანელობდა ვინოკუროვი, რომელიც მედვედევის აპარატის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია რეგიონებთან ურთიერთობის განხრით", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა პროვოკაციები დაგეგმა კოკოითიმ საქართველო-რუსეთის ომის დასაწყებად?
"რაც შეეხება იმას, რატომ არ მოხდა დარბევა - საქმე ისაა, რომ მომიტინგეებს შორის არის ძალიან ბევრი მეომარი, მათ შორის 2008 წლის ომის მონაწილეც. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც რუსებმა ცხინვალში ფეხის მოკიდების შემდეგ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროდან გამოყარეს. გარდა იმისა, რომ ყველას იარაღი აქვს, უშუალო სარდალი ბარანკევიჩიც იქვე ჰყავთ. როგორც ცხინვალიდან მატყობინებენ, იქ ისეთი განწყობა გაჩნდა, საკმარისი იყო კარვებში მყოფი მომიტინგეები დაერბიათ, ისინი იარაღს აიღებდნენ ხელში და მაშინ მათი ქმედება გამართლებული იქნებოდა. ამიტომ არ გამოვრიცხავდი სამოქალაქო დაპირისპირებას. კოკოითიმ ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია აქამდე მიეყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიზე.
"კოკითის უფლებამოსილება ამოეწურა და დატოვა გავლენიანი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც არჩევნების შედეგების აღიარებისთვის იბრძვის. თავად კოკოითის გავლენები კი გაურკვეველია. რეგიონი დატოვა ხელმძღვანელობის გარეშე და შეატოვა ვის? მათი კონსტიტუციის მიხედვით, 25 მარტამდე რეგიონის ხელმძღვანელი ხდება ანატოლი ბროვცევი, პრემიერ-მიმისტრი, რომელიც ცხინვალში არ იმყოფება, ის არის ჩელიაბინსკიდან ჩამოყვანილი ჩინოვნიკი, რომელსაც კოკოითივით ვერ იტანს მოსახლეობა, იმიტომ, რომ ისიც კორუმპირებულია და ხალხისთვის ბევრი ფული აქვს მოპარული. ახლა კოკოითის შეუძლია გვერდზე გადგეს და შეხედოს მოვლენების განვითარებას. თუ მომიტინგეების დარბევა მოხდა, კოკოითი უკვე აღარაფერ შუაში იქნება, დაარბევენ რუსები. ახლა კოკოითი ელოდება ამ დარბევას ან 10 რიცხვს, როდესაც ჯიოევამ უნდა მოაწყოს ინაუგურაცია", - განაგრძობს ექსპერტი.
"10 რიცხვში გამოჩნდება ყველაფერი. საქმე ისაა, რომ როდესაც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჯიოევას სარჩელი არ დფაკმაყოფილდეს - ეს გადაწყვეტილება გამოიტანა უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარემ პირადად, სასამართლოს წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. გარდა ამისა, ვიცე-სპიკერმა გამოხატა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ხელისუფლების მიმართ. ასე რომ იქ ცალსახა მდგომარეობა არ არის. მე ვიცი, რომ ბევრი ჩინივნიკი უკვე მივიდა ჯიევასთან და ცდილობენ, მასთან ურთიერთობა დაალაგონ", - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას "შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირების საფრთხემ ჩაიარა და კოკითიმ რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირება ვერ მოახერხა?" - პასუხობს:
"გავიაზროთ, რა მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლების გენპროკურორ ხუგაევს ესროლეს ნაღმტყორცნიდან ბინაში, მეორე სართულზე, სადაც იმყოფებოდა თვითონ და და მისი ცოლ-შვილი. გავარკვიე, რომ ხუგაევს სხვა ბინებიც აქვს და ამ სახლში არის ძალიან იშვიათად და მეორე - ორი კვირის წინ ცოლ-შვილი გაუშვა ვლადიკავკაზში. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან იყო ინსპირირებული. ასევეა იარაღთან დაკავშირებით, რომელიც ვითომდა მომიტინგეებს ჩამოართვეს - ცხინვალში რომელ სახლშიც არ უნდა შეხვიდე, იარაღს ამოიღებ. იმის თქმა მინდა, რომ კოკოითი მაინც არ მოისვენებს, ისეთ ავანტიურაზე წავა, რომ როგორმე დააფიქსიროს ქართული და რუსული მხარე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გავლენები შეინარჩუნოს. ამისთვის ის ყველაფერზე წამსვლელი. ამიტომ ჯერ გადაწყვეტილად იმის თქმა, რომ საფრთხემ ჩაიარა, ნაადრევად მეჩვენება. დაველოდით 10 დეკემბერს".
820
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85