ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ

ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ


"დღეს ივანიშვილის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართება. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაციულ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის ადვოკატები სააკაშვილის მიერ ბიზნესმენისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების ბათილად ცნობას მოითხოვენ. "ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით იმდენად წონადი არგუმენტები გვაქვს, რომ სასამართლოს ყველა შემთხვევაში მოუწევს გასცეს პასუხი ამ არგუმენტებს. ამიტომაც ნებისმიერი ტიპის სასამართლო იძულებული იქნება დაფიქრდეს და მიიღოს გადაწყვეტილება", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომლის თქმით, აღნიშნულ სხდომაზე მხარეები საკუთარ მტკიცებულებებს წარმოადგენენ და არ არის გამორიცხული, გარკვეული შუამდგომლობებიც დააყენონ", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით "სააკაშვილის წინააღმდეგ ივანიშვილის სარჩელის განხილვა იწყება.

"5 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართება, სადაც მხარეებს მიეცემათ საშუალება წარადგინონ თავიანთი შუამდგომლობები და ჩვენ ასევე ვაპირებთ წარვადგინოთ დაზუსტებული სარჩელი - ვგულისხმობ იმას, რომ დავამატებთ რამდენიმე გარემოებას, რომელიც გაამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. გარემოებებს და თუ რა სახის შუამდგომლობას დავაყენებთ, ჯერ ვერ გაგიმხელთ, ყველაფერს გაეცნობით დასამართლო სხდომაზე, თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ უახლოეს მომავალაში ამ სარჩელის მთელი თავისი მტკიცებულებებით განსაჯაროებას ვაპირებთ. სამართლებრივ თვალსაზრისით, ჩვენ საკმარისზე მეტი არგუმენტი გვაქვს, რომ დავამტკიცოთ მოქალაქეობის შეწყვეტის უკანონობა", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.

"ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის 6 ბლოკი საკითხებისა, რომელიც სრულყოფილად წარმოაჩენს ჩვენის მოთხოვნის მართებულობას და პრეზიდენტის გადაწყვეტილების კანონთან შეუთავსებლობას.. ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ სარჩელს და მტკიცებულებებს, რითაც საზოგადოება დარწმუნდება ჩვენი მოთხოვნის სამართლიანობაში", - დასძენს ზაქარია ქუცნაშვილი. 

"მართალია, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს პარალელურად მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის ხელახლა მინიწების მოთხოვნითაც მიმართავდა, მაგრამ მილიარდერი, მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, ჯერჯერობით ამისგან თავს იკავებს. ისინი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიანფა გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ამის შემდეგ მიიღებენ. მილიარდერის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ საქალაქო სასამართლოში სარჩელი 21 ოქტომბერს შეიტანა. დღეს, 5 დეკემბერს 14 საატზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო მოსმენა გაიმართება", წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი იწყება / ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ - განხილვა თვეები გაიწელება.

"მარტო არ ვიქნები. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, პირადი ადვოკატი. სასამართლოზეც ამ სტატუსით ვიქნები. ასევე ჩემთან ერთად იქნებიან სხვა იურისტებიც, რომლებიც ამ პროცესში ჩავრთეთ - ამ საკითხზე იურისტების მთელი ჯგუფი მუშაობს.თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიზებული, დამოუკიდებლად და კანონზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, უნდა გააუქმოს სააკაშვილის მიერ გამოცემული უკანონო აქტი. თუ იქნება პოლიტიზებული, როგორც აქამდე ხდებოდა და მიიღებს პოლიტიკურ დავალებას, მოიქცევა ისე, როგორც სააკაშვილი ისურვებს. შესაძლოა, პროცესი თვეები გაგრძელდეს, მით უმეტეს, თუ საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში გახდება გასასაჩივრებელი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.

"აქვე აღვნიშნავთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც დაიწყო. ომბუდსმენის მიერ დადებული დასკვნა, რომელიც ჯერ არ მომზადებულა, მართლაც, საინტერესო იქნება. სანამ სასამართლო განხილვები დაიწყება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მოძრაობა "სამოქალაქო ერთობა" ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ივანიშვილი პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ. ვითხოვთ, რომ ადაიანს მიეცეს საშუალებას მოვიდეს პოლიტილაში და თუკი ის საზოგადოებას მოეწონება, მაშინ თავის არჩევანს გააკეთებს. ვფიქრობ, რომ ამ ხელმოწერებს საქართველოში არანაირი შედეგი არ მოჰყვება. თუმცა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ამ ხელმორწერებს წავიღებღ ევტოსაბჭოში", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მოძრაობა "სამოქალაქო ერთობის" თავმჯდომარე იური ვაზაგაშვილი.