ელი ლეიკი, "The Daily Beast"
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ავტორიტარული ტაქტიკისგან გათავისუფლების გამო დასავლეთში ადიდებენ. თუმცა, ელი ლეიკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, წამყვანი ოპოზიციური ფიგურა ამაზრზენი პოლიტიკური მკვლელობის შესახებ გვიამბობს.
17 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 47 წლის ჩინოვნიკი თამაზ „სერგო“ თეთრაძე საქართველოში აგენტობის ბრალდებით დააპატიმრეს. შვიდ დღეში მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილი საბჭოთა არმიის ვეტერანი ციხეში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
იმის მიხედვით, თუ ვინ ლაპარაკობს საქართველოში, ინცინდენტი ან უბედური შემთხვევა ან პოლიტიკური მკვლელობაა. ეს საქმე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე სერიოზული დისკუსიის საფუძველს ქმნის.
„ის თავდაცვის სამინისტროში აიყვანეს, სცემეს და გარდაიცვალა“, – განაცხადა The Daily Beast-თან ინტერვიუში ოპოზიციის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. „მე განგაში ავტეხე და გამოძიება მოვითხოვე. რატომ არ იძიებენ ამ საქმეს?“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანი, მოვლენათა ამ ვერსიას აპროტესტებს, თუმცა გამოძიების თაობაზე კონკრეტულს არაფერს ამბობს. „გამოძიება მომენტალურად დაიწყო“, ამბობს ის. „მთელი რიგი საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა და გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. მიზანი – სიკვდილის მიზეზების და იმ შესაძლო პირთა იდენტიფიცირებაა, რომლებიც შეიძლება პასუხისმგებელნი იყვნენ, ასევე მიზანი იმის გარკვევაა, არსებობს თუ არა ზოგადად ვინმეს პასუხისმგებლობა“. ის დასძენს, რომ გვამის ყოველმხრივი ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა.
ალასანია ამბობს, რომ მან ეს საკითხი გასულ კვირაში ვაშინგტონშიც წამოსწია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს საქმე „იმის მაჩვენებელია, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება საზოგადოებისა და პარლამენტისადმი უშიშროების, პოლიციის და თავდაცვის ძალების მხრიდან და რომ არ არსებობს თავდაცვით ძალებზე სამოქალაქო კონტროლი“. საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში, საიდუმლო პოლიცია ისეთივე გაუმჭვირვალე და უკონტროლო ძალაა, როგორიც იყო „კაგებე“ საბჭოთა იმპერიის პერიოდში და მას შემდეგაც კი, რაც სსრკ დაიშალა. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ სახელმწიფო დეპარტამენტისა და ისეთი კანონმდებლებისგან, როგორიც სენატორი მაკკეინია შექება დაიმსახურა რეფორმების გატარებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სახელმწიფო პოლიცია, სახელმწიფო ეკონომიკა, და პოლიტიკური სისტემის რეფორმა, რომელიც უფრო მეტ თავისუფლებას იძლევა, ვიდრე მისი მეზობლების.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც 2005 წელს სააკაშვილი პირველად მოვიდა ხელისუფლებაში, ქარიზმატულ პრეზიდენტს სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ოპოზიცია რეალურად არ გამოუჩნდა. ძალაუფლების რეალური კონტროლის გარეშე დარჩენილი მოქმედი მთავრობა დრო და დრო უფლებამოსილებას აჭარბებს.
„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი ამბობს, რომ მთავრობის „უდიდესი სისუსტე მისი პოლიტიკური ძლიერებაა“.
„მათ მართლაც აქვთ მოსახლოების 70%-ის მხარდაჭერა“, ამბობს ვილსონი, რომელიც 2007-2009 წლებში ევროპის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორად მუშაობდა. „მაგრამ ეს ჯანსაღი დინამიკა არ არის. ეს ასახავს როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის პრობლემას. ოპოზიციის უუანრობა გახდეს სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპისკენ სვლას, ხოლო მთავრობის პოლიტიკური ძლიერება მისი უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოს სიცოცხლისუნარიანი ოპოზიცია სჭირდება“.
ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიამ, შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს. ის აცხადებს, რომ ერთიანი ძალით წარსდგება ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. თუმცა ამ პარტნიორობას ჯერ-ჯერობით დაბრკოლებები ხვდება.
11 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ივანიშვილს მოქალაქეობა გაუუქმა, რაც როგორც ჩანს რეაქცია იყო იმაზე, რომ მან ქართულ პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს, თუკი ეს მეორე ქვეყანა რუსეთია, ივანიშვილს საფრანგეთის პასპორტიც აქვს.
ერთი კვირის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ საინკასაციო მანქანა დააკავა და ივანიშვილის კუთვნილი 2 მილიონი დოლარის და 1 მილიონი ევროს კონფისკაცია მოახდინა – საარჩევნო კამპანიის კანონის შესაძლო დარღვევის საბაბით.
„მე ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობის რეაქცია ივანიშვილზე გადამეტებულია“, – ამბობს ვილსონი. „ამით ისინი საკუთარი ქმედებებისადმი უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ, ვიდრე ივანიშვილის ქმედებებისკენ“. თუმცა, ვილსონის თქმით, ივანიშვილის ქმედებები „ყურადღებით შესასწავლია“.
ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ქართველმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ საეჭვოა, რომ მილიარდერმა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა, მას შემდეგ რაც 2008 წლის მერე, მათი აზრით, რუსეთი სააკაშვილის დამხობაზე ფიქრობს. ქართველი მილიარდერი ერთ დროს რუსეთის სახლემწიფო ენერგეტიკული კონცერნის „გაზპრომის“ აქციების 2%-ს ფლობდა. „თქვენ ვერ შეძლებთ ამხელა წილის ფლობას „გაზპრომში, თუკი პუტინთან დაახლოებული არ ხართ“, – განაცხადა ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა.
ივანიშვილმა განაცხადა ასევე, რომ ის არ მოითხოვს აქტიურად რუსეთის არმიის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დატოვებას, სადაც ისინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაბანაკდნენ. „როდესაც მე ხელისუფლებაში მოვალ მე ვერ მოვუწოდებ ყოველ დღე შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს გააგდონ რუსეთი ოკუპირებული რეგიონებიდან და ამით არ შევუქმნი ჩემს ხალხს იმის ილუზიას, რომ პრობლემა წყდება“, უთხრა მან გასულ თვეში ქართულ გაზეთ „რეზონანსს“.
ამ განცხადების შესახებ, ალასანიამ თქვა, რომ ციტატის გამოქვეყნების შემდეგ ის ივანიშვილს ესაუბრა. „მე ვესაუბრე მას ამ საკითხზე, და იგი ფიქრობს, რომ ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ მყარი ფუნდამენტის შესაქმენლად საქართველოს შიგნით, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაპირებთ დასავლეთთან ერთად მუშაობას, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ამ ქვეყანაზე“, თქვა მან.
ალასანიას პირადი შეხედულებით რუსეთი საქართველოსთვის საფრთხედ რჩება და უსამართლობაა სააკაშვილის მხარდამჭერებისგან იმაზე საუბარი, რომ მისი პარტია და მათი მილიარდერი მხარდამჭერი მოსკოვის ხალხია. „მე კონტრდაზვერვის ოფიცერი ვარ“, უთხრა ალასანიამ The Daily Beast-ს. „მე ვიცი რომ რუსეთი მტერია; მათი სპეცსამსახურები რომ აქტიურობენ ეს უადოა“. მაგრამ ალასანია ასევე ამბობს, რომ ის რეაქცია, რაც საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების აქტიურობაზეა, საფრთხეს უქმნის ასევე თავად ქართულ დემოკრატიას. „ეს ჯაშუშომანია ის ნარატივია, რომელსაც ხალხის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვისთვის იყენებენ“, ამბობს იგი.
ამ მხრივ, ალასანიას თქმით, მისი მოძრაობა და კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გაურკვეველი დანაყოფის მიერ კონტროლდება. „ისინი მოქმედებენ, როგორც პოლიტიკური პოლიცია; გვითვალთვალებენ, გვაკვირდებიან; ჩემს ელექტრონულ ფოსტას ამოწმებენ, ჩემი სატელეფონო საუბრები იწერება; როდესაც თბილისში შეხვედრები მაქვს, კამპანიის დროს, ისინი იღებენ ჩემს შეხვედრებს ხალხთან“, აცხადებს იგი.
ამ ბრალდებებზე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ერთი წლის წინ მან ალასანიასთვის ცხელი ხაზი შექმნა მის ერთ-ერთ მოადგილესთან, რათა მისი პარტიის ოფისიდან დაშინების ნებისმიერი შემთხვევა ცნობილი გამხდარიყო.
„მე შევთავაზე მას ერთი წლის წინ, რომ არაფორმალური ცხელი ხაზის სახით დაერეკა ჩემს მოადგილესთან, თუკი გაჩნდებოდა რაიმე სახის წუხილი დაშინებასთან, შეკრების თავისუფლების შეზღუდვასთან და მისი პარტიის კამპანიის პრობლემებთან დაკავშირებით“, – ამბობს ბოკერია. „მისმა მოადგილეებმა სამჯერ დარეკეს ასეთ საკითხებზე, რომელსაც მე უმნიშვნელოს ვერ უწოდებ, თუმცა ეს ინციდენტები შორსაა იმ სურათისგან, რომლის დახატვასაც ის ცდილობს სისტემატიური დევნის სახით“.
ალასანია აცხადებს, რომ ბოკერია არ არის იმ პოზიციაზე, რომ გადაამოწმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციის დაცვის დეპარტამენტის ექსცესები. „დიახ, ჩვენ ეს ცხელი ხაზი გვაქვს“, ამბობს იგი. „მაგრამ ისინი ამ მხრივ ზოგჯერ ვერაფერს ახერხებენ, რადგან ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციის დაცვის დეპარტამენტია, რომელსაც ვერავინ აკონტროლებს“.
foreignpress.ge
706
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85