"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"კიწმარიშვილის ტყუილებს საზღვარი არ აქვს - ამას მხოლოდ მე, "მაესტროს" იურისტი კი არ ვამბობ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ისაუბრა ამაზე, რომ საიდანაც უნდა, იქიდან იმაუწყებლებს ტელეკომპანია ”მაესტრო" ერთადერთი შანსი, რაც კიწმარიშვილს დარჩა ის არის, რომ შეიჭრას რადიოს "მაესტორს" შენობაში და წაართვას დამფუძნებლებს სიხშირე. სხვანაირად ის სიხშირეს ვერ გათიშავს, გამორიცხულია. იჯდეს ახლა ცარიელ შენობაში ნუცუბიძეზე", - აცხადებს ტელეკომპანია "მაესტროს" ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ხდება "მაესტროში" / დიმიტრი გაბუნია: "ეროსი კიწმარიშვილის შანსია ნული, ნული და კიდევ ერთხელ ნული".
"ჩვენ ახლა უკვე ყაზბეგის გამზირზე ალტერნატიული ფართის მეიჯარესთანაც ვაფორმებთ ხელშეკრულებას - ხომ ჰქონდა "მაესტროს" ყაზბეგზე ოფისი, ახალ სტუდიაში უნდა გადასულიყვნენ, როგორც იცით, სადაც დიდი სტუდიებია. აღვადგინეთ მოლაპარაკებები ამ ფართის წარმომადგენლებთან. იქაც ბატონ ეროსის დავალიანებები ჰქონია 40 000 ლარის ოდენობით და ესეც ჩვენი გადასახდელი და მოსაზიდია. სწორედ ამ დავალიანების გამო ძლივს აღვადგინეთ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან. უკვე ორშაბათიდან მოხდება, ალბათ, შენობის აღჭურვა, რომ ნორმალურად მუშაობის საშუალება ჰქონდეს ტელევიზიას. მაუწყებლობა არ შეწყდება, ამის იურიდიული საფუძველი არ არსებობს. მარეგულურებელმა კომისიამ გარკვევით თქვა, კი ბატონო, საიდანაც უნდა იქიდან იმაუწყებლოსო. რაც შეეხება იურიდიულ მისამართს - ის შეიძლება პარტნიორების გადაწყვეტილებით შეიცვალოს ან არ შეიცვალოს და ეს არგუმენტი არ არის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი გაბუნია.
"ეროსი კიწმარიშვილის შანსია ნული, ნული და კიდევ ერთხელ ნული. გულწრფელად გეუბნებით - იმიტომ კი არა, რომ "მაესტროს" ადვოკატი ვარ, რეალურად არის მისი შანსები ნულის ტოლი. კი ბატონო, იდავოს სასამართლოში. სასამართლომ უნდა განიხილოს ეს ყველაფერი, არის სამი ინსტანცია, ამას ერთი წელი სჭირდება და ჩვენ სასამართლოშიც დავუმტკიცებთ მას, რომ სწორად გვაქვს კონტრაქტი შეწყვეტილი. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ "მაესტროს" მაუწყებლობას პრობლემა შეექმნას... რაც შეეხება "შავ ბუღალტერიას" - სწორედ ამ შავი თანხების წარმომავლობით იქნება დაინტერესებული ფინანსური პოლიცია. ჩვენ დღეს შევიტანთ განცხადებას რუსთავის მედიის მართვის კომპანიის წინააღმდეგ, რომ გაარკვიონ, საიდან მოიძიებდა ის ფულს და განკარგავდა", - ამბობს დიმიტრი გაბუნია.
"გუშინ სტუდია "მაესტრომ" ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ პროკურატურასა და მთავარ სამმართველოში განცხადებები შეიტანა. მთავარ სამმართველოში წარდგენილ განცხადებაში კიწმარიშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად ტელეკომპანიაში უკანონო შეჭრასა და არხის მაუწყებლობის შეფერხებაშია დადანაშაულებული. პროკურატურაში წარდგენილი განცხადებით კი სტუდია "მაესტრო" ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. "მაესტროში" იმედოვნებენ, რომ პროკურატურა მომხდარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს", - დასძენს გამოცემა.
"რასაც კიწმარიშვილი ამბობს სრული აბსურდია. რა თქმა უნდა, კონტაქტი მაქვს როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან. ჯერ ერთი, მე არ წარმოვადგენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. შესაბამისად, ძალიან უცნაური განცხადებაა - როგორ უნდა მეწარმოებინა რამე სახის კონსულტაციები? გარდა ამისა, "მაესტროს" დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანია არ იყიდება, ივანიშვილიც ამბობს, რომ არ ყიდულობს. რაზე უნდა მეწარმოებინა მოლაპარაკებები? კიწმარიშვილი მაგონებს ლათინურ ამერიკული სერიალების ცნობილ გმირებს - ბოროტი ქალები რომ არიან, საყვარელი მამაკაცისგან უარის მირების შემდეგ ყველა მეთოდით რომ იწყებენ შურისძიებას. ერთ-ერთი ობიექტი მეც აღმოჩნდი", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილი "მაესტროსთან" დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა / გია ხუხაშვილი: "მაესტროში" ყველაზე ძვირფასი ჟურნალისტები არიან, რომლებიც არ იყიდებიან".
1227
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85