ჯოშუა კუცერა, “Eurasianet”
ერთი შეხედვით ეს წარმოუდგენელია, თუმცა ასეთი შესაძლებლობა არსებობს, და რაც უფრო აქტიურდება თურქმენეთს და მის პოტენციურ ევროპელ პარტნიორებს შორის ტრასნკასპიურ გაზსადენზე მსჯელობა, მით უფრო ხშირად განიხილავენ მსგავს პერსპექტივას მთელი რიგი რუსი ანალიტიკოსები.
აი, რას წერს, მაგალითად „ნეზავისიამაია გაზეტა“:
„ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა კასპიის სექტორის გაყოფის დე-ფაქტო აღიარება იქნება. ეს რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, და მას მოუწევს ისეთი სულისკვეთებით მოქმედება, როგორც მოქმედებდა „საქართველოს მშვიდობაზე იძულების“ ოპერაციით. „ამჯერად საჭირო გახდება აშხაბადის და ბაქოს იძულება დაიცვან საერთაშორისო სამართალი. შესაძლოა ავიდარტყმების გზითაც, თუკი სხვაგვარად არ ესმით“, – მიაჩნია [მიხეილ] ალესანდროვს [დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტიდან]. „მას შემდეგ, რაც ნატომ აკეთა იუგოსლავიაში, ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში, რუსეთის მხრიდან კასპიის რეგიონში ძალის გამოყენების წინააღმდეგ რაიმე ტიპის შემაკავებელი ბარიერები (მორალური ან სამართლებრივი) უბრალოდ არ არსებობს“.
საინფორმაციო პორტალმა News.Az ინტერვიუ ჩაწერა რუსეთის ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის დირექტორ კონტანტინ სიმონოვთან:
„ბევრი მე მკაცრი კურსის მხარდამჭერს მიწოდებს, და არ ვუარყოფ, რომ საკითხი იმის შესახებ, მზად არის თუ არა რუსეთი აიტანოს ასეთი დაუფარავი უპატივცემულობა, სახელმწიფოს ღირსების თემა. თუკი რუსეთი მოითმენს ისეთ დამოკიდებულებას, როგორიც რამდენიმე დღის წინ ტაჯიკეთმა გამოხატა, პროცესით, რომელიც რუსეთის საჰაერო ხომალდის გუნდის წინააღმდეგ გამართა, მაშინ ტრანსკასპიური გაზსადენიც შესაძლებელი გახდება.
ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ვაშინგტონის და ბრიუსელის მხარდაჭერის გარეშე თურქმენეთი არ არის მზად გარისკოს. ძალიან ვეჭვობ, რომ რუსეთი ამას მოითმენს. მეტიც, შესაძლებელია ძალიან მკვეთრი რეაქციაც, კასპიის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტის ჩათვლით“.
მზად არის თუ არა თურქმენეთი ამისთვის? მე ძალიან ეჭვი მეპარება“.
საინფორმაციო სააგენტო Regnum.ru იუწყება:
„ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტრანსკასპიური გაზსადენის და ევროკავშირთან ურთიერთქმედების საკითხებზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებთან თათბირი გამართა. რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთმა თავისი პოზიციის ფორმულირება უნდა მოახდინოს და კარგად „გააგებინოს ის ჩვენს კასპიელ პარტნიორებს მათი მხირდან ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში“.
რუსეთი ცალსახად დაინტერესებულია იმით, რომ არ დაუშვას თურქმენული გაზი ევროპაში, რადგან ამას ევროპულ ბაზარზე „გაზპრომის“ წილის შემცირება მოჰყვება. იმის გათვალისწინებით, რომ ამან შესაძლოა არსებითად შეამციროს რუსეთის ფედერაციის შემოსავლები ბუნებრივი გაზის მიწოდებებიდან, რომელიც ბოლო ათწლეულის რუსეთის ბუმში საკვანძო როლს თამაშობს, ამ პროექტის განხორციელების არდაშვება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ცალსახად პასუხობს. მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ რუსეთი აზერბაიჯანის და თურქმენეთის დაბომბვაზე წავა, როგორც ამას ალექსანდროვი ვარაუდობს?
სხვა სახელმწიფოს დაბომბვა მხოლოდ გაზსადენის მშენებლობისთვის – ეს უკვე რაღაც ანომალიაა. ასე რომ რუსეთს (და აქ ჩვენ უკიდურესი ვარაუდების სფეროში გადავდივრათ) ჩარევისთვის რაღაც საბაბი დასჭირდება, თუმცა, ამ რეგიონისთვის შესაფერისი საბაბის გამოგონება საკმაოდ რთულია.
ყველა შემთხვევაში, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პროსახელისუფლო მიმომხილველების საომარი რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა იარაღის ჟღარუნი, რომლის მიზანიც პოტენციური პარტნიორების და ინვესტორების დაშინებაა. მაგრამ თუკი ისინი არ შეშინდებიან და პროექტის რეალიზაცია გაგრძელდება, მოვლენები შეიძლება საინტერესოდ განვითარდეს.
foreignpress.ge
800
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85