რუსეთში პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია სტარტს იღებს

რუსეთში პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია სტარტს იღებს

დუმას არჩევნების დასრულებამდე თითქმი ერთი კვირით ადრე რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ებმება. 25 ნოემბერს ფედერაციის საბჭომ მიიღო დადგენილება ქვეყნის მეთაურის პოსტზე არჩევნების 2012 წლის 4 მარტს დანიშვნის შესახებ. შაბათს ეს დოკუმენტი გამოქვეყნდება. კანონმდებლობის მიხედვით სწორედ პუბლიკაციის შემდეგ  წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აიღებს სტარტს.

სწორედ 27 ნოემბრიდან დაიწყება კანდიდატების წამოყენება პრეზიდენტის პოსტზე. ამ პროცესში პირველი „ერთიანი რუსეთი“ ჩაერთვება, რომელიც 27 ნოემბერს ჩაატარებს პარტიის ყრილობის მეორე ეტაპს.

სხვათა შორის, უკანასკნელი წლების მთავარი პოლიტიკური ინტრიგა სწორედ პარტიის ყრილობის პირველ ეტაპზე, 24 სექსტემბერს გადაიჭრა, როდესაც პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ყრილობისთვის სხვა პარტიებიც ემზადებიან, თუმცა, სავარაუდოდ ეს დუმის არჩევნების შემდეგ მოხდება. თავისი ამბიციები პრეზიდენტობის თაობაზე უკვე დაადასტურა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. პარტიის წინასაარჩევნო ყრილობა 13 დეკემბერს შედგება.

17 დეკემბერს შედგება კომუნისტური პარტიის ყრილობა. მათი ლიდერს, გენადი ზიუგანოვს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება საპრეზიდენო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. თუმცა, ცოტა ხნის წინ პარტიის რეგიონალურმა განყოფილებებმა წამოაყენეს წინადადება მისი წარდგენის შესახებ. სერგეი მირონოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი კანდიდატურის წამოყენების საკითხი „სამართლიანი რუსეთის“ ყრილობაზე გადაწყდება, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.

სამი არასაპარლამენტო პარტია: „Яблоко“, „სამართლიანი საქმე“ და „რუსეთის პარტიოტები“ ჯერ არ ჩამოყალიბებულან როგორც ყრილობის ჩატარების თარიღზე, ისე - მათი ლიდერების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.

სხვათა შორის, საპარლამენტო არჩევნების შედეგები განსაზღვრას პარტიის მიერ კანდიდატის წამოყენების წესს. ის პარტიები, რომლებიც ვერ მოხვდებიან დუმაში, იძულებულნი იქნებიან თავისი კანდიდატის მხარდასაჭერად 2 მლნ. ხელმოწერა შეაგროვონ.

რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ დადო პირობა, რომ ოპერატიულად წარმოადგენს ამ არჩევნების მომზადებისა და ჩატარების კალენდარული გრაფიკი, რომლის პროექტიც ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში იყო დამტკიცებული. 14-დან 18 დეკემბრამდე პრეტენდენტებმა საარჩევნო  კომისიის წევრებს რეგისტრაციის დოკუმენტები უნდა გადასცენ.

ამრიგად, უკვე იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ გასულ არჩევნებზე, რომელიც 2008 წლის 2 მარტს ჩატარდა, საარჩევნო ბიულეტენებში მხოლოდ ოთხი გვარი იყო წარმოდგენილი: დიმიტრი მედვედევი, რომელმაც ხმათა 79.28% მიიღო, გენადი ზიუგანოვი (17.72%), ვლადიმერ  ჟირინოვსკი (9.35%) და ანდრეი ბოგდანოვი (1.3%). 

შემდეგი წლის 4 თებერვლიდან მასკომუნიკაციის საშუალებებით დაიწყება სააგიტაციო კამპანია, რომელიც 3 მარტს, ადგილობრივი დროით ზუსტად 00:00-ზე დასრულდება. ამის შემდეგ ე.წ „დუმილის დღე“ დადგება. წინასწარ შედეგებს ცესკო 5 მარტის დილას გამოაქვეყნებს. ოფიციალური შედეგები კი უნდა გამოცხადდეს არა უგვიანეს 15 მარტისა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზუსტად სამ თვეში. ამჯერად ქვეყნის მეთაური ექვსი წლის ვადით იქნება არჩეული. დუმას დეპუტატების უფლებამოსილების ვადა კი ხუთ წლამდე გაიზარდა. ამრიგად, წელს უკანასკნელად გაიმართება ფედერალური არჩევნები ერთი მეორეს მიყოლებით.

შეგახსენებთ, რომ კანონში საპრეზიდენტო არჩევნების დღედ მითითებულია მარტის თვის მეორე კვირა დღე, ანუ, ჩვენს შემთხვევაში, 11 მარტი. იმის გამო, რომ ეს თარიღი ემთხვევა ქალთა საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით გამოცხადებულ დასვენების დღეებს, სუსტი სქესის წარმომადგენლების საპატივცემულოდ, არჩევნების თარიღმა ერთი კვირით წინ გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის საარჩევნო ისტორიაში ეს პირველი პრეცენდენტი არ არის.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 1991 წლის 17 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით დამტკიცდა. კანონის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებისთვის რეგისტრირებულმა კანდიდატმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეეების ხმათა ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს ხმათა საკმარის რაოდენობას, 21 დღის შემდეგ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მასში მონაწილეობას ის ორი კანდიდატი მიიღებს, რომლებსაც ყველაზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ხოლო გამარჯვებული ხმათა უმრავლესობის პრინციპით გამოვლინდება. სახელმწიფოს მეთაურად შეიძლება აირჩეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც 35 წლის მაინც არის და რუსეთის ფედერაციაში 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს.