"ვერსიის" მასალების მიხედვით
"აბსოლუტურად გაუგებარია მსგავსი ფორმით სამხედრო ინიციატივის დაყენება - რას ნიშნავს ნებაყოფლობითი რეზერვი, თანაც 5 დღით? როცა თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რეზერვი ნებაყოფლობითი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ასი ათასი ადამიანი მივა მოსამზადებლად, ასი ათასივე უნდა მიიღო. გაუგებარია, როგორ აპირებს ამის დარეგულირებას სამინისტრო. ერთადერთი, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 5-დღიან რეზერვს არანაირი შედეგი არ ექნება, ამიტომ თავდაცვის სამინისტრომ ყველა კითხვაზე უნდა გვიპასუხოს. ხუთდღიანი სარეზერვო სამსახური რომ არაფრის მომტანი არ იქნება ქვეყნისთვის, ამის გარანტიას გაძლევთ!", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხუთდღიანი სარეზერვო სამსახურის" უკან, შესაძლებელია დიდი ფულის გატეთრების მცდელობა იმალებოდეს!" / რას ფიქრობს ივანიშვილის გუნდი "ხელისუფლების მიერ ბანდფორმირებების შექმნაზე..."
"შესაძლებელია, ამ ინიციატივის უკან დიდი ფულის გათეთრების მცდელობაც იმალებოდეს. ამ ინიციატივას იმდენად უსუსური და არაფრისმთქმელი საფუძველი აქვს, რომ მისი მიბმა სამხედრო სტრიქტურასთან ვერ წარმომიდგენია. რა კავშირი აქვს ამ რეზერვს ვიწროპოლიტიკურ ინტერესებთან, ამის შეფასება რთულია. ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ბანდფორმირებებს აყალიბებს, რომ ბაჩო ახალაია ყოფილ კრიმინალებს ხვდება და ა.შ. - ეს ყველაფერი ჭორია თუ სიმართლე, ვერ დაგიდასტურებთ. თუ ხელისუფლება კრიმინალურ დაჯგუფებებს აერთიანებს არჩევნების დროს გამოსაყენებლად, გაუგებარია, რა საჭიროა ამისთვის ხუთდღიანი რეზერვი? დაჯგუფებების გაერთიანება, შეკრება და გადამზადება ყოველგვარი ხუთდღიანი, აბსოლუტურად სულელური ინიციატივის გარეშეც შეიძლებოდა - სამხედრო ნაწილში შეიყვანდნენ დაჯგუფების წევრებს და სურვილის შემთხვევაში მოამზადებდნენ კიდეც. - ალბათ, უმჯობესი იქნება თუ თავდაცვის სამინისტროსგან მივიღებთ პასუხებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
"არ გამოვრიცხავ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 45 მილიონით გაზრდა მართლა "ხუთდღიან რეზერვს" მოხმარდეს. სამწუხაროა, რომ ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კონტროლს საზოგადოება ვერ ახორციელებს. ამ სამინისტროში არის ხარჯები, რომელიც ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ფულის გადინება ხდება სხვადასხვა მიმართულებით.მაგალიტად თავდაცვის სამინისტროს ორი პროფესიონალური გუნდი ჰყავს - კალათბურთის და რაგბის, რომლისთვისაც ხარჯები გათვალისწინებული არ არის, თუმცა მათ შესანახად ათეულობით მილიონი იხარჯება. სპორტის წინაარმდეგი არ ვარ, მაგრამ აქ საუბარია პროფესიონალურ და არა სამოყვარულო გუნდზე, როგორიც აშშ-ის არმიაშია აპრობირებული. ამიტომ ვამბობ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კონტროლი შეუძლებელია, სამწუხაროდ, არ ვიცით რეალურად შიგნით რა ხდება", - განაგრძობს სამხედრო ექსპერტი
"ჩვენი გუნდის მხრიდან ხელისუფლების ყველა უკანონო ქმედებასა თუ ჭორზე რეაგირება, ვფიქრობ, არასერიოზულია. ცხადია გუნდი ამ და სხვა საკითხებს აანალიზებს და ცდილობს დასკვნებიც გამოიტანოს. მაგრამ კანონის ძალით გამყარებულ ხელისუფლებას დაუპირისპირდე - რთულია. ინფორმაციის გადამოწმება ჩვენი მხრიდან და მისი დამუშავება ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ხმამაღლა ვისაუბრებ... ბატონმა ბიძინამ ღიად განაცხადა, რომ ჩვენი მიზანი არჩევნებამდე მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი რევოლუციური მოწოდებების გარეშე მისვლაა. აქციები და არეულობა ხელისუფლებას აძლევს ხელს ძალაუფლების გასამყარებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ მათ ჰყავთ საკმაოდ სერიოზული ძალა - პოლიცია და სპეცსამსახურები. გვესმის, როომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მოსახლეობის კონსოლიდაციით, მიუხედავად გაყალბებისა, ჩვენ მმართველი გუნდის დამარცხებას შევძლებთ და ხელისუფლებაშიც მოვალთ. თუ კრიმინალირი ფორმირებები მაინც შეიქმნება, ჩვენ მათ არა ძალას, არამედ ჩვენს პოზიციას - სამართლიანობსა და თავისუფლებას დავუპირისპირებთ", - განმარტავს ირაკლი სესიაშვილი.
"თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ. პირდაპირ გეტყვით, ხელისუფლებას სრულებიტაც არ სჭირდება კრიმინალური ბანდფორმირებები, რადგან მას მსგავსი დაჯგუფებები ისედაც ჰყავს - პოლიცია და მისი ქვედანაყოფები, საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ და კანონის ფარგლებსაც ადვილად სცდებიან.. ჩვენთვის პოლიცია გაცილებით საშიშია, ვიდრე კრიმინალური გაერთიანებები. იცით, ხელისუფლებსი მსგავსი სტრატეგია თვითონ მმართველი გუნდისთვის იქნება დამღუპველი. . ჩვენ ხელისუფლების ბანდფორმირებებს იმავე ტიპის კრიმინალურ დაჯგუფებებს არ დავუპირისპირებთ"
803
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85