"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"თავისუფალი დემოკრატების" სენაკელი წევრი რევაზ ხულორდავა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ბრალად ედება ადამიანის დაჭრა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პარტიაში უკანონოს უწოდებენ და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ. აღნიშნულ საკითხზე გუშინ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში სპეციალური პრესკონფენეციაც გამართა, სადაც აღნიშნა, რომ დანაშაულის მომენტში ხულორდავა იქ არ იმყოფებოდა და დანაშაული ჩადენის ადგილი დაახლოებით საათნახევრით ადრე დატოვა. წულუკიანის თქმით, ხულორდავა პოლიტიკური ფიგურაა და ხელისუფლება ამით ის მოიშორა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ალასანიას გუნდი თანაპარტიელის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.
"რამაზ ხულორდავას ბრალი ედება, რომ მან თითქოს კაცი იმ დროს დაჭრა, როცა ის დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა. დაზარალებული დავით მგალობლიშვილი მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სენაკის მკვიდრ ვინმე ბერულავას ოჯახში დაჭრეს. ოჯახიდან ხულორდავა 20 საათზე და 30 წუთზე კიდევ ერთ სტუმარ რობერტ შალამბერიძესათან ერთად წავიდა. მგალობლიშვილს დაჭრა კი კი 22 საათის შემდეგ მოხდა, სასწრაფოც 22 საათსა და 30 წუთზე გამოიძახეს. ბერულავას ოჯახიდან გამოსული ხულორდავა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას რამდენიმე პირს შეხვდა. სამართალდამცავ ორგანოებს კი მხოლოდ ორი თვის შემდეგ გაახსენდათ, რომ დამნაშავე თურმე ხულორდავა ყოფილა... ხულორდავა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა, იგი უმთავრესად ელიტურ კორუფციას და სახსრების არაპრიორიტეტულ ხარჯვას აკრიტიკებდა", - აღნიშნავს წულუკიანი და დასძენს, რომ დიდი ხანია ადგილობრივი ხელისუფლების მიზანს ფრაქციიდან მისი მოშორება წარმოადგენდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ხულორდავას საქმეს ზუგდიდში სამხარეო პოლიციის გამომძიებელი ნინო კვარაცხელია იძიებს. მოვუწოდებ დაინტერესდეს, დაკითხვისას მოწმეები წულეისკირი და გვაზავა რატომ გალახეს - ჩემი ინფორმაციით, მათ მოსთხოვეს ხულორდავასთვის ბრალი დაედოთ. თუმცა ამ პირებმა ხულორდავა არ "ჩაუშვეს" და მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რადგან იციან, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. კვარაცხელიას და მის უფროს როლანდ ახალაიას მოვუწოდებ, რომ დაინტერესდნენ, სად არის თემურ ლუტიძე - იგი მასპინძელი ოჯახის სიძეა და ახლა ის აფხაზეთში მიმალვას ცდილობს. მთელმა სენაკმა იცის, რომ რეალური დამნაშავე სწორედ ლუტიძეა", - ამბობს წულუკიანი, რომლის თქმით, მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის 2005-2006 წლებიდან იკრძალება - მოსამართლე აფშილავამ სხვა ბრალდებულის საქმე აიღო, უკვე დაბეჭდილი გადაწყვეტილება ერთი ქალბატონი ბრალდებულის საქმიდან და სახელისა და გვარის გრაფაში მონაცემები შეცვალა, სადაც აღნიშნულია, რომ რევაზ ხულორდავა თურმე ქალიც ყოფილა..."- დასძენს გამოცემა.
"ალასანიას კიდევ ერთი თანაპარტიელი ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ ეს დაკავება მათ პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდება და არც იმას გამორიცხავს, რომ ასეთი ფაქტები გაგრძელდება. მისივე შეფასებით პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა ისინი ციხიდან დაიხსნან - "ჩვენ გაგვაჩნია მტკიცებულებები, რომ ბრალდება მოგონილია. ეს ანგარიშსწორებაა, ვინაიდან ის ძალიან აქტიურად მუშაობდა იქ არსებულ პრობლემებზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ხულორდავა ხელისუფლებას ამაში ხელს უშლიდა და ამიტომ მის მოსაშორებლად მარტივი გზა გამონახეს. მაგრამ ეს დროებითია. ძალიან მალე ქვეყანაში მაშტაბური ცვლილებებია მოსალოდნელი და ყველა იმ პირს, ვინც ამგვარ დანაშაულს სჩადის, პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევს. ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სასამართლო უნდა მივიღოთ. დღეს რაც მოხდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ და ამას ასე არ დავტოვებთ, ჩვენი პარტიის წევრს პატიმრობიდან აუცილებლად დავიხსნით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.
818
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85