"ვერსიის" მასალების მიხედვით
"მოძრაობაში, ძირითადად ახალი სახეები იქნებიან, თან იმდენი, გაგიკვირდებათ. ინტელიგენციას თავისი ადგილი აქვს საზოგადოებაში და რამდენიც უნდა ვეცადოთ, მაინც არ შეიცვლება. ეს სახეები შერჩეულია სერიოზული განზრახვით - ქვეყანაში სიტუაცია შეცვალონ. გამორიცხული არაა, ხელისუფლების მიერ შემოგზავნილებიც მოვიდნენ, მაგრამ ეს მოძრაობა იმდენად ფართო იქნება, ყველას ჩაყლაპავს. საუბარია ასობით ათას კაცზე. სადაც უნდა შეხვიდეთ, ხალხი სწორედ ამ მოვლენასა და ახალ პოლიტიკურ გადანაწილებაზე საუბრობს. თან არა მხოლოდ საუბრობენ - მხარს უჭერენ ღიად, ყოველგვარი მერკანტილური მოტივების გარეშე. ხალხში, განსაკუთრებით პოლიტიკურ ველში, პოლარიზაციის ტენდენცია შეიმჩნევა. ეს ივანიშვილმა დაამკვიდრა, როცა თქვა "შუა" უნდა გაქრესო. ამ ორ პოლუსში განვიხილავ ხელისუფლებას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს, იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ვინც, ასე ვთქვათ, ბიძინას მეგობარი პარტიებია", აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყველა გზა ივანიშვილთან მიდის, აქ მესამე გზას პერსპექტივა არ აქვს" / რატომ არ შედგება ბურჯანაძე-ივანიშვილის ტანდემი და შეიქმნება თუ არა მესამე რადიკალური ცენტრი ბურჯანაძის ლიდერობით.
"მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარში ამოუდგება ამ მოძრაობას. რადგან ბურჯანაძეზე ამ კითხვას სვამთ, ეს უკვე ამ ნიშას დიდხანს შეინარჩუნებს, უფრო სწორად, დიდხანს დარჩება ამ პოზიციაზე. ის, რამდენად არიან მზად მასთან სათანამშრომლოდ, კოალიციის შემადგენელი პარტიების გადასაწყვეტია. - მოდით ფაქტებსა და განცხადებებს მივადევნოთ თვალი: ალასანია ბურჯანაძეთან თანამშრომლობის შესაძლებლობას გამორიცხავს. იგივე პოზიცია აქვთ რესპუბლიკელებს. პრესამსახურმა კი გაკეთა განცხადება, რომ დასაკარგი არავინ გვყავს და ივანიშვილი არ უარყოფს ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას. მაგრამ ეს არ ნიშნავს არც თანამშრომლობის სურვილს და არც თანამშრომლობის განზრახვას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.
"ბატონ ბიძინას არ უთქვამს ბურჯანაძისთვის "კი". მან განიხილა ვარიანტი პარტნიორობაზე, გარკვეულ პირობებთან ერთად. საერთოდ, მათი გზები განსხვავებულია. ბურჯანაძეს თავისი ხედვა აქვს სიტუაციის განვითარებაზე, რაც რადიკალურად განსხვავდება ივანიშვილის ხედვისგან. პოლიტიკოსებს შორის კავშირი და თანამშრომლობა კი ძირითადად მაშინ ვითარდება, როცა ეს გზები იდენტური თუ არა, მსგავსი მაინცაა. აქ, ჯერჯერობით, მხოლოდ რადიკალურ განსხვავებებს ვხედავთ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა შედგება. ძალების ერთმანეთან მისვლა ასე მარტივად არ ხდება. საჭიროა წინასაწარი შეთანხმება, კონსულტაციები, მსგავსი კი არ მომხდარა და არც ხდება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ვიცი, რომ ახალი 26 მაისი არ იქნება, რადგან გამოჩნდა გლობალური ფაქტორი პოლიტიკაში და ამიტომ ახალი რადიკალიზმის მცდელობას პერსპექტივა არ აქვს. სწორედ ეს დაგვანახა "ლეიბორისტების" თავყრილობამ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელია. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ქართული სინამდვილე სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბრძოლა ორპოლუსიანი იქნება, უფრო სწორად კი ერთპოლუსიანი, რადგან ხალხის უდიდეს უმრავლესობას ცვლილებები სურს - მოკლედ ვიტყვი, მესამე გზას პერსპექტივა არ აქვს!" - მიიჩნევს ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
"9-პარტიული "ეროვნული საბჭოს" დროს სხვა პოლიტიკური სინამდვილე იყო. საუბარია ხალხის რწმენაზე - დღეს, ყოველგვარი გამოკვლევა-გამოკითხვების გარეშე არსებობს განცდა, რომ ქვეყანაში პროცესი არასწორად მიდის. მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ძირეულ ცვლილებებს უჭერს მშვიდობიან ფორმატში... თუ ადამიანები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და დაადასტურებენ თავიანთი ადრეული გზის მცდარობას, ანუ დარწმუნდებიან ახალი გზის სისწორეში და თავიანთ მომხრეებსაც დაარწმუნებენ, მაშინ ისინი მისაღები გახდებიან ქართველი ხალხისთვის და არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის. ხალხი მათ თავად ჩააყენებს საკუთარ რიგებში. ჩვენ გვინდა, რომ განწირული არავინ იყოს, თუმცა ყოველთვის არსებობენ ძალები, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან რეალურ პოლიტიკურ კონტექსტში. დღესდღეობით ყველა გზა ბიძინასკენ მიდის", - დასძენს ზურაბ და შეკითხვას - "აკაკი ასათიანის განცხადებით, "ფორუმთან" ერთად ახალი ეროვნული მოძრაობის ე.წ. მეორე ტალღა უნდა დაიწყოსო. იქნებ, ესაა მესამე ცენტრის ათვლის წერტილი?" - პასუხობს:
"ასათიანმა ერთ-ერთ ეთერში ნათლად და არაორაზროვნად დაადასტურა, რომ ყველამ ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს. დიახ, მას დიდი გაველნა აქვს "ფორუმის" გადაწყვეტილებებზე, მაგრამ მანვე თქვა, რომ დრეს საქართველოს მომავლის გზა ბიძინას მოძრაობაზე გადის. არა მგონია, ეს პარტია პროცესში კონტექტსტიდან ამოვარდეს, ხოლო ვინ ამოვარდება, მისი შანსი მართლაც მინიმალურია".
761
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85