რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ბოლო პერიოდის მიმოხილვა

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ბოლო პერიოდის მიმოხილვა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტმა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული არასახარბიელო პოლიტიკური ურთიერთობების ვიდეო მიმოხილვა მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო.თებერვალში ერთ-ერთი აქტუალური თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. სტრატეგიული ობიექტების, კერძოდ კი მაგისტრალური გაზსადენის ჩრდილოეთ-სამხრეთის შესაძლო გასხვისების თემა იყო.მაგისტრალის ნებისმიერი ფორმით შესაძლო გასხვისებამ საზოგადოებაში და საექსპერტო წრეებში ბუნებრივად გააჩინა კითხვა: დაინტერესდება თუ არა აღნიშნული ინიციატივით რუსული მხარე? ჩვენი ვარაუდით რუსული მხარის დაინტერესებისთვის რამდენი შესაძლო მიზეზი არსებობდა, მათ შორის შესაძლებელია ყოფილიყო ირანული გაზის ექსპორტის თემა.ერთი წლით ადრე დაწყებული კამათი საქართველოს ხელისუფლების ახალ, ჩრდილო-კავკასიურ პოლიტიკაზე 2011 წლის დასაწყისშიც აქტუალური და ცხელი თემა იყო. წლის დასაწყისისთვის უკვე გამოკვეთილი იყო თითქმის ყველა ის კონტური რომლითაც საბოლოოდ მოხაზულიყო ქვეყნის საგარეო-პოლიტიკის ახალი, რეგიონალურ-ცენტრული ორიენტირი:

ჩერქეზების გენოციდის თემა, 2. რუსულ-ენოვანი მედია საშუალებები და საზღვრების ცალმხრივად გახსნა ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებისთვის.რეალური საბრძოლო მოქმედებები, რომელიც საერთაშორისო არენაზე დიპლომატიურ დაპირისპირებაში გრძელდებოდა აქტიურ ფაზაში იყო. პრესასა და ტელევიზიებში ორივე, რუსულიც და ქართული მხარეც საკუთარი დიპლომატიის გამარჯვებაზე ესაუბრებოდა საზოგადოებას.

2008 წლის ომიდან სამი წლის განმავლობაში არ იქნა შესრულებული ევროპის საბჭოს არცერთი რეზოლუცია, მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა რუსეთის დელეგაციისთვის ვერც ხმის უფლების შეჩერება, უფრო მეტიც რუსულმა მხარემ მოახერხა მარიონეტული რეჟიმები საკითხის განხილვის პროცესში ჩაერთო. თბილისისთვის უარყოფითი დიპლომატიური ველი 2011 წლის დასაწყისში უკვე თითქოს ფაქტად იქცა. 2011 წლის 19 მარტს ექსპერტები არსებულ ვითარებას ასე აფასებდნენ.ამასობაში ჩვენ ვცადეთ შეგვეჯამებინა, ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე გამალებული მიტალირაციის პროცესი. თვითაღიარებული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ არც აფხაზეთსა და არც ცხინვალში არ შეწყვეტილა რუსული სამხედრო კონტიგენტის ზრდა და გაძლიერება.

სამხედრო ექსპერტების დახმარებით, ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ – 2011 წლის მარტის ბოლოსთვის ასეთი სურათი მივიღეთ.სამხედრო თემებიდან სასწრაფოდ გადავინაცვლეთ სავაჭრო თემაზე, ისეთზე როგორიცაა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და ქართული ვეტოს საკითხი. რუსი მაღალჩინოსნების განცხადებას იმის შესახებ რომ ქართული მხარის ვეტოს უფლება, როგორც იურიდიული დაბრკოლება მათთვის არ წარმოადგენდა პრობლემას – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასე უპასუხა.მიუხედავად ამისა, აღნიშნული თემის გარშემო რამდენიმე შეხვედრა რუსულ და ქართულ მხარეებს შორის მაინც გაიმართა, უნდა ვივარაუდოთ რომ დაპირისპირებული მხარეების კიდევ ერთხელ, ახალ თემაზე და ახალ ფორმატში დიალოგის საშუალება მიეცათ დაინტერესებული იყო დასავლეთი. მიუხედავად ამასა, რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდება რომ თემაზე მოლაპარაკებები საბოლოოდ და უშედეგოდ დასრულდა.ამასობაში ურთიერთობები რუსულ მხარეს დღევანდელ აფხაზეთშიც დაეძაბა. დარჩა შთაბეჭდილება რომ ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის უთანხმოების გამომზეურებას თავად აფხაზური მხარე ცდილობდა.

ექსპერტთა დიდმა ნაწილმა გაგრის ჩრდილო-დასავლეთით სოფელ აიბაღას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ტერიტორიულ დავად მონათლა. რუსული მხარე აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალს კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში შეყვანს ბოლო წლებში დადებული თუ გაფორმებული ხელშეკრულებებითა და არსებული რუქებით ცდილობდა.აღნიშნულ საკითხზე გამართულ მწვავე დებატები მოგვიანებით კიდევ ერთმა აფხაზურ-რუსულმა გაუგებრობამ გადაფარა.

სეპარატისტული აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაციონალისტურად განწყობილი სასულიერი პირების ერთი ჯგუფი, პრორუსალად განწყობილ აფხაზ და აფხაზეთში მოქმედ რუს სასულიერო პირებს დაუპირისპირდა.მიმდინარე წლის 15 მაისს, დე-ფაქტო აფხაზეთში, სახალხო-საეკლესიო კრება გაიმართა, რომლის შედეგად ახალგაზრდა აფხაზი სასულიერო პირების მიერ ახალი – ანაკოფიის მიტროპოლიის ჩამოაყალიბება გაფორმდა. ეპარქიის დროებით მმართველად, კი არქიმანდრიტი დოროთე დბარი დაინიშნა, რომლის გუნდიც ამ დროისთვის პატრიოტული საწყისებით საზრდოობდა. ეს უკანასკნელნი, სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის პრორუსულად წოდებულ წინამძღოლს ბესარიონ აპლიას დაუპირისპირდნენ. „პატრიოტებმა“ 15 მაისის ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის გასაღები არა რუსეთში, არამედ კონსტანტინეპოლში მოეძებნათ.

შესაბამისი დოკუმენტი, დე–ფაქტო აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით, კონსტანტინეპოლში გადაიგზავნა.ის რაც ზედაპირზე დევს, ეს არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, რომელიც აღიარებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, აფხაზეთის ეკლესიის აღიარებაზე უარი განპირობებულია, არა იმდენად ზოგადად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კონსტრუქციულობით, ან მათდამი ლოიალურობით, რამდენადაც ქართული ეკლესიის ხელთ არსებული ბერკეტით, რომელიც აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, შესაძლებელია მას უკრაიანაში დახვდეს.მაგრამ სერგეი ბაღაფშის სიკვიდილმა აღნიშნული დაპირისპირებები რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის სრულიად გადაფარა.

აფხაზეთის ლიდერის მოულოდნელი გარდაცვალებამ ბუნებრივად გააჩინა კითხვა, სად გადის ზღვარი რუსულ აღიარებასა და აფხაზურ სამადლობელს შორის, რომლის გადახდასაც აფხაზებს აღიარების შემდეგ დაუსრულებლად სთხოვენ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენი ვარაუდით მომავალ პრეზიდენტს მოუწევს, ვინაიდან ეს საკითხი ბაღაფშმა ღიად დატოვა აფხაზური საზოგადოების წინაშე, ის ფაქტიურად გარდაიცვალა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ტერიტორიული დაპირისპირების ფონზე.ამასობაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ უკვე აღიარა ჩერქეზების გენოციდი, რასაც რუსეთში ასეთი რეაქციები მოჰყვა:90-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ინსპირირებული კონფლიქტების, 2008 აგვისტოს ომის რუსეთის მიერ თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის, საერთაშორისო არენაზე ქართულ-რუსული მუდმივი დაპირისპირების, ახალი ჩრდილო-კავკასიური პოლიტიკისა და ჩერქეზების გენოციდის აღიარების პირობებში ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, ამოწურულია თუ არა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა?აგვისტოს თვეში ჩვენი ყურადღება ერთ-ერთ მიმდინარე იმ პერიოდში საკმაოდ სკანდალურ თემას დაეთმო. აფხაზების გენოფონდისა და იდენტობის გადარჩენის მიზნით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივა, გარკვეული პირობებიც სანაცვლოდ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს გააჟღერა. 20 წლის განმავლობაში, აღნიშნული მოსაზრება ასე თამამად არავის გამოუთქვამს. ასევე თამამად შეიძლება ითქვას რომ თემა, ქართულ საზოგადოებაში დღემდე ტაბუირებულია.ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, ასეთი წინადადების გაჟღერება დიდი ალბათობოთ პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის კი, მოღალატის იარლიყის გარანტი. ასეთი სიტუაცია ნორმალური საზოგადოებისთვის რამდენად ნორმალურია ეს საუბრის კიდევ სხვა თემაა, თუმცა ექსპერტისთვის ამ უკანასკნელს ბარიერი არ შეუქმნია.მიმდინარე პროცესებმა ბუნებრივად გვიბიძგა დრო დაგეთვო ისეთი თემისთვის, როგორიცაა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მნიშვნელობა და აუცილებლობა მის პოლიტიკურ რეგულირებამდე.

ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე თავისი მოსაზრებები გაგვიზიარეს.ამ რთული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე ვფიქრობთ რომ უყურადღებოდ არ უნდა დარჩენილიყო თემა – მედიის როლი რუსულ-ქართული ურთიერთობების გაშუქებისას.სანამ მედია საფრანგეთის პრეზიდენტის კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ ავრცელებდა ანონს, დამოუკიდებელ ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს ცნობილი 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების შესახებ აზრი ვკითხეთ. ამასობაში რუსეთის პრემიერ მინისტრმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ევრაზიის კავშირი შექმნის ინიციატივა გააცნო. სავარაუდოთ ექსპერტთა ნაწილს ტყუილად არ გაახსენდა საბჭოთა კავშირი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის ისტორია. ჩვენი ვარაუდოთ, აღნიშნული იდეის, როგორც პროგრამის, ნაწილია – ევრაზიის ენერგოსივრცეზე გაბატონება სადაც რუსეთის ხელისუფლების მთავარ ამოცანას ენერგორესურსების მფლობელი სახელმწიფოებისა და ამ ენერგორესურსების ტრანზიტის მქონე პოტენციალის ქვეყნებზე კონტროლის დამყარება უნდა წარმოადგენს.და ბოლოს, სავაჭრო-ეკონომიკური ურიერთობები რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებში, როგორც ყველაზე პარადოქსული შემადგენელი ნაწილია. იმ დროს როდესაც პოლიტიკური ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად არ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კრიზისული პერიოდების არსებობის მიუხედავად, არ შეწყვეტილა. სტრატეგიული ობიექტების შესაძლო გაყიდვის თემა თებერვლის შემდეგ წლის ბოლოს ისევ აქტუალური თემა იყო.