შსს-ს "112"-ის დეპარტამენტი 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" 112"-ში განუცხადეს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი, დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავოს, რათა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ოპერატიულად განახორციელოს ზარების დისპეჩერიზაცია და უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის დროული დახმარება", - აღნიშნულია "112-ის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.