მთავარ პროკურატურასთან აქციები დასრულდა

მთავარ პროკურატურასთან აქციები დასრულდა

მთავარი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. რკინის კონსტრუქციები პოლიცამ უკვე აიღო, შემცირდა სამართალდამცველთა რაოდენობაც. 

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზის განთავისუფლება სთხოვეს. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

მთავარ პოკურატურასთან 14.00 და 15.00 საათზე, ერთ საათიანი შუალედით, ორი აქცია დაიწყო. "ეროვნული ფრონტი" ლგბტ პორპაგანდის აკრძალვას ითხოვდა, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის აქციის ლოზუნგი იყო - "კანონი უზენაესია".

ორივე აქციაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა.