"112" 26 მაისს განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს

შსს-ს "112"-ის დეპარტამენტი 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" 112"-ში განუცხადეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი, დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავოს, რათა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ოპერატიულად განახორციელოს ზარების დისპეჩერიზაცია და უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის დროული დახმარება. მათი ინფორმაციით", - აღნიშნულია "112-ის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.