"ეროვნული ფრონტის" ინიციტივით დაგეგმილ აქციაზე მხოლოდ ათამდე ადამიანი მივიდა

"ეროვნული ფრონტის" ინიციატივით პროკურატურასთან დაგეგმილ აქციაზე მხოლოდ ათამდე ადამიანი მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ევგენი მიქელაძემ განუცხადა , ათი კაციც კი საკმარია იმისთვის, რომ მათ საკუთარი მოთხოვნა დააფიქსირონ. 

"ეროვნული ფრონტი" ხელისუფლებისგან ლგბტ ღირებულების პროპაგანდა- აგიტაციის კანონმდებლობის დონეზე აკძალვას მოითხოვს.

"ჩვენ ვაპირებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს და საკანონდებლო დონეზე აიკრძალოს ლგბტ ღირებულების პროპაგანდა- აგიტაცია " , - აღნიშნა ევგენი მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, ისინი დაიშლებიან მაშინ როცა პროკურატურასთან 15.00 საათზე დაგეგმილი მეორე აქციის – "ლგბტ საზოგადოების მხადამჭერთა ინიციატივით დაგეგმილი მიტინგი დაიშლება".

ამასთან, მეორე აქცია მოქალაქეთა ჯგუფს დაანონსებული აქვს შემდეგი ლოზუნგით - ”კანონის უზენაესობა”.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ორი აქციის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე ასეული პოლიციელია მობილზებული. გზა გადაკეტილია გულუას მოედნიდან კრწანისის მოედნამდე, რის გამოც, ამ ტერიტორიაზე სამანქანო მოძრაობა აკრძალულია.