შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დავით ჩ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სუბუტექსი“–ს აბის ნატეხი, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას 46 აბი ამოიღეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია „სუბუტექსი“–ს აბის 2 ნატეხი და საინექციოდ გამზადებული სამედიცინო შპრიცი, რომელშიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0003 გრ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოჩნდა.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დავით ჩ-ს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-შეძენა-მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით).