"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გველი შეძვრა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გველი შეძვრა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ოფისის "წითელ დარბაზში" გველი შენიშნეს. გველი ხალიჩასა და იატაკს შორის არსებულ ხვრელში შეძვრა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ აღნიშნა, გველის გამოსაყვანად მერიის შესაბამის სამსახურს გამოუძახებენ.