გივი თარგამაძე - ლიკანში არსებული რომანოვების სასახლე დღეს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია

გივი თარგამაძე - ლიკანში არსებული რომანოვების სასახლე დღეს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ განაცხადა, ლიკანში არსებული რომანოვების სასახლე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის დაჩას უწოდებდა, დღეს მის საკუთრებაშია.

თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ახლა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამხარეო უფროსი რევაზ მუმლაძე მეუღლესთან ერთად რომანოვების სასახლეში იმყოფებოდნენ.

"მათთან ერთად იყო გიორგი საღინაშვილი, რომელიც "ჰერმესის" დირექტორად მუშაობდა, დარღვევების გამო პატიმრობაში იმყოფებოდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი საღინაშვილი გაათავისუფლეს", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ლიკანში არსებულ რომანოვების სასახლეს თავის დაცვის ყოფილ უფროსს არ აჩუქებდა.

"ჩვენ გვესმის, რომ ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის იქნება, სოჭის ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ, რუსეთის ამჟამინდელ მეფეს პუტინს ყოფილი მეფის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე მიიღებს", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში რეალურად არაფერი გაუკეთებია
"თუ რამე დახარჯა, ამ სახით ინაზღაურებს. ეს კაცი საქარათველოში მოსულია ფულის საკეთებლად", - დასძინა გივი თარგამაძემ.