ნაცმოძრაობა მერაბიშვილთან ციხეში შეუზღუდავ დაშვებას ითხოვს

ნაცმოძრაობა მერაბიშვილთან ციხეში შეუზღუდავ დაშვებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის წევრები, ვანო მერაბიშვილთან ციხეში შეუზღუდავი დაშვების უფლებას მოითხოვენ. დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა წერილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.

"გთხოვთ, 25 მაისიდან გადმოგვცეთ სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება სასჯელარსრულების მე-9 დაწესებულებაში, პრემიერ მინისრტრის პირადი პატიმრის, ყოფილი პრემიერ მინისტრის- ვანო მერაბიშვილის ნახვის მიზნით" -ნათქვამია დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილი მათი პარტიის ლიდერია. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო კი სჭირდებათ ლიდერთან ინტენსიური კონსულტაცია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სურთ გაარკვიონ მერაბიშვილითან პირადი კომუნიკაციის საფუძველზე, აპირებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. წერილს ხელს ნაციონალური მოძრაობის მდივანი ირმა ნადირაშვილი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აწერენ.