ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია აქციის დასრულების შემდეგ დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია აქციის დასრულების შემდეგ დატოვა

საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. მინისტრი დედაენის ბაღში და მის გარე პერიმეტრზე გამართული აქციების მიმდინარეობას ბოლომდე აკვირდებოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის აქციის მიმდინარეობისას ავტომობილში იჯდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები.
აქციები უკვე დასრულებულია და სამართალდამცველებიც უკვე დაიშალნენ.