თეოკრატიის მოწინააღმდეგეები აქციაზე სასულიერო პირების კარიკატურებით მივიდნენ

თეოკრატიის მოწინააღმდეგეები აქციაზე სასულიერო პირების კარიკატურებით მივიდნენ

დედაენის ბაღში აქცია "არა თეოკრატიას" მიმდინარეობს, რომელშიც როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან გია ნოდია, თამარ გურჩიანი, ქეთათო ჩარკვიანი.

აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის პლაკატები: "თეოკრატია დემოკრატია არ არის", "ნუ გვცემთ ღმერთის სახელით", "მე არ მინდა მმართავდეს ეკლესია", "მე თავისუფალი მოქალაქე ვარ და ვირჩევ დემოკრატიას", "არა სიბნელეს", "შეწყდეს მოძალადე მღვდლების პარპაში", "კონსტიტუცია მეფობს", "არა რელიგიურ ნაციონალიზმს". ასევე, აქციის მონაწილეებს აქვთ ინგლისურენოვანი პლაკატებიც.

გარდა ამისა, თეოკრატიის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს აქვთ სასულიერო პირების კარიკატურებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ 17 მაისის მოვლენებს და განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა დამნაშავე უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მათი თქმით, ქვეყანაში არის საფრთხე, რომ დამყარდეს თეოკრატია, რითაც დემოკრატიას საფრთხე შეექმნება. აქცია დაიწყო დაახლოებით 19:00 საათზე, თუმცა, მას მოქალაქეები ამჟამადაც უერთდებიან