გიორგი გაბედავა - უნდა რცხვენოდეთ, რომ პოლიციის დასაცავები არიან

გიორგი გაბედავა - უნდა რცხვენოდეთ, რომ პოლიციის დასაცავები არიან

"დედაენის" ბაღში მიმდინარე აქციის მონაწილეებს უნდა რცხვენოდეთ, რომ პოლიციის დასაცავები არიან", - ამის შესახებ ბაღის გარეთა პერიმეტრზე მიმდინარე "ეროვნული ფრონტის" აქციის მონაწილემ, გიორგი გაბედავამ განაცხადა.

მისი თქმით, "ბაღში შეკრებილებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ პოლიცია ყოველთვის ვერ დაიცავს".

ამჟამად "ეროვნული ფრონტის" აქციის მონაწილეები ბაღის მარჯვენა მხარეს - მშრალ ხიდთან ჩასასვლელ გზაზე დგანან. ისინი პროტესტს სკანდირებითა და სტვენით გამოხატავენ. შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. მათ ირგვლივ გაკეთებულია პოლიციის რამდენიმე კორდონი. აქციის მიმდინარეობისას რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

უშუალოდ დედაენის ბაღში კი, არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით, ტარდება აქცია "არა თეოკრატიას!".