ინტერნეტის სიჩქარით საქართველო რეგიონის ლიდერია

ინტერნეტის სიჩქარით საქართველო რეგიონის ლიდერია

კომპანია NetIndex–მა მსოფლიოს 182 ქვეყანაში და ტერიტორიებზე ინტერნეტის სიჩქარის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პლანეტაზე ყველაზე სწრაფი ინტერნეტი ჰოგნკონგშია, სადაც მსოფლიო ქსელის სიჩქარე წამში 46,54 მეგაბიტს შეადგენს.

მეორე ადგილი დაიკავა ლიტვამ 37,82 მეგაბიტის მაჩვენებლით, მესამე კი ტაივანია, სადაც ინტერნეტის სიჩქარე წამში 36,78 მეგაბიტს შეადგენს.

პირველ ათეულში ასევე შევიდა ანდორა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, შვედეთი, სინგაპური და იაპონია.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, სომხეთი 79–ეა 7,23 მეგაბიტის სიჩქარით წამში, საქართველო 52–ე (12,18 მეგაბიტი), აზერბაიჯანი კი 119–ე (4,06 მეგაბიტი),

სიაში უკრაინა – 28–ე ადგილზე, რუსეთი 26–ეზე, ბელორუსი კი 92–ზე განთავსდა.

მსოფლიოში ყველაზე ნელი ინტერნეტი მალავიშია, სადაც გლობალური ქსელის სიჩქარე წამში 0,88 მეგაბიტს შეადგენს.

შეგახსენებთ: 2012 წელს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი (36 მეგაბიტი წამში) ინტერნეტის მქონე ქალაქად ვილნიუსი დასახელდა, მეორე ადგილზე იყო ჰონგკონგი და კოულუნი (ჩინეთი).