პრემიერი სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფიას კანდიდატურას აყენებს

პრემიერი სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფიას კანდიდატურას აყენებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს . 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პრემიერის ოფიციალური მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილია.

შალვა ფიფია, რომელიც დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მინისტრის თანამდებობას იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ დაიკავებს.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ წევრს, პრეზიდენტის თანხმობით, ორი კვირის ვადაში ნიშნავს. დავით კირვალიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულება 10 მაისით თარიღდება, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი 24 მაისისთვის დანიშნული უნდა ჰყავდეს.