პარლამენტარების შეფასებით, კანონისა და კონსტიტუციის წინაშე ყველა თანაბარია

პარლამენტარების შეფასებით, კანონისა და კონსტიტუციის წინაშე ყველა თანაბარია

კანონისა და კონსტიტუციის წინაშე ყველა თანაბარია, - ასე აფასებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე უმცირესობა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და ორი სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. 

"ეკლესიას, სამღვდელოებას, რომელმაც აქამდე სახელმწიფოებრიობა მოიტანა, არ აქვს საფუძველი იმისა, იყოს კმაყოფილი იმით, რაც 17 მაისს მოხდა. პირიქით, არის ძალიან დიდი უკმაყოფილება, ნებისმიერმა პირმა უნდა აგოს პასუხი, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის. ამას ითხოვს კონსტიტუცია, სამართალი და კანონი. კანონის წინაშე სასულიერო და საერო პირი ერთია", - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი კი აცხადებს, რომ 17 მაისის მოვლენების კვალდაკვალ უნდა წარიმართოს გამოძიება და კანონის შებამისად გამოვლინდეს ყველა დამნაშავე პირი.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა საპატიმროში უნდა გააგზავნონ. კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ხოლო ის თუ როგორი იქნება სანქცია, ვის მიმართ გამოიყენებენ გაფრთხილებას, ვის მიმართ ჯარიმას და ვისთვის იქნება პატიმრობა გამოყენებული, ამას თავად სასამართლო გადაწყვეტს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა.