"ნურავის ჰგონია, რომ ორთვიანი დაკავებით მერაბიშვილისნაირი პოლიტიკოსი პოლიტიკიდან გაქრება"

საქართველოს თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ნურავის ჰგონია, რომ ორთვიანი დაკავებით მერაბიშვილისნაირი პოლიტიკოსი პოლიტიკიდან გაქრება".

"ვანო მერაბიშვილი არის დიდი წონის პოლიტიკოსი და მისი მოხსნა პოლიტიკური სცენიდან ასე მარტივად არ ხდება. აქედან გამომდინარე, ნურავის ჰქონია, რომ ორთვიანი დაკავებით შესაძლებელია, ასეთი წონის პოლიტიკოსი, როგორიც საქართველოში სულ რამდენიმეა - ვანო მერაბიშვილი პოლიტიკიდან გაქრეს", - განაცხადა მან. 

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ "აბიჟნიკების" დრო მოვიდა".