ბესელია იმედოვნებს, რომ გამოძიება სასულერო პირების მიმართ ჰუმანური და მაქსიმალურად სამართლიანი იქნება

ბესელია იმედოვნებს, რომ გამოძიება სასულერო პირების მიმართ ჰუმანური და მაქსიმალურად სამართლიანი იქნება

17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორი სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენების ფაქტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება. 

მისი განცხადებით, მიუხედავად სასულიერო პირებისა, გამოძიება სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ბესელია იმედოვნებს, რომ გამოძიება იქნება ჰუმანური და მაქსიმალურად სამართლიანი.

"დაველოდოთ გამოძიებას, ეს პროცედურები ჯერ არ დასრულებულა. დეტალურად არ ვიცით, სასულიერო პირების დაკავებას წინ რა ფაქტები უსწრებდა. მისი უწმინდესობის განცხადება მოვისმინეთ, რომ საპატრიარქო არ დაუშვებს რაიმე ტიპის ძალადობას. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ არის დასრულებული. იმედი მაქვს, რომ როდესაც სასულიერო პირებს ეხება საქმე, გამოძიება იქნება სამართლიანი და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, როცა სასულიერო პირებზეა საუბარი მათ ისეთივე სიმკაცრით ვერ მიუდგებიან, როგორც იმ პირებს, რომლებიც რამდენჯერმე არიან ნასამართლევი.