"პატრიარქის სოხუმში ჩასვლის საკითხში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს"

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი აზრით, "პატრიარქის სოხუმში ჩასვლის საკითხში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს".

როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის მიესალმება თუ ეს მოხდება, თუმცა მიიჩნევს, რომ პატრიარქის ჩასვლა შესაძლებელია რუსეთის ეკლესიასთან და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე. 

"რა თქმა უნდა, ეს რთული თემაა. უწმინდესი გახლდათ კონსტანტინოპოლში, სადაც მსოფლიოს პატრიარქს შეხვდა. ბუნებრივია, აფხაზეთზეც იქნებოდა საუბარი და შესაძლოა, გარკვეული შეთანხმებაც მოხდა. პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე. ეს არ არის პოლიტიკური სტრუქტურა, მათ თავიანთი ურთიერთობები გააჩნიათ. მე მივესალმები, თუ ეს მოხერხდება, მაგრამ ვთვლი, რომ ეს უნდა მოხდეს ეკლესიის დონეზე და სახელმწიფოებრივი არხები ჩართული არ უნდა იყოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.