"ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკანწაღება სააკაშვილის ფანტაზიაა"

სოხუმის მტკიცებით, "ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკანწაღება სააკაშვილის ფანტაზიაა".

"ვანუატუს ხელისუფლებაში ნამდვილად არსებობს სხვადასხვა მოსაზრება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ.

მისივე თქმით, ის, რაც ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილთან საუბარსი განაცხადა, პრემიერის პირადი მოსაზრებაა და ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ გამოხატავს.

ხინთბას მტკიცებით, ვანუატუ დღეს დიდი ზეწოლის ქვეშაა მათგან, ვინც მისი აფხაზეთთან ურთიერთობის წინააღმდეგია.

"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაძლებლობის ფარგლებაში პოლიტიკურ-დიპლომატიური პროვოკაციების დაუშვებლობის თვალსაზრისით ყველა აუცილებელ ქმედებას განახორციელებს", - აღნიშნა მან.