ზურაბ ჭიაბერაშვილის ოჯახმა 20 ათას ლარიანი გირაო გადაიხადა

ზურაბ ჭიაბერაშვილის ოჯახმა 20 ათას ლარიანი გირაო გადაიხადა

კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის ოჯახმა გირაოს სახით შეფარდებული 20 ათასი ლარი გადაიხადა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, ახლა დარჩენილია რამდენიმე ტექნიკური პროცედურა, რის შემდეგაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის მე-2 სასჯელაღასრულების დაწესებლებას დატოვებს.

"ზურაბ ჭიაბერაშვილის გათავისუფლება დღეს მოხდება, თუმცა ზუსტ დროს ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე ტექნიკური პროცედურა კიდევ დაგვრჩა გასავლელი", - აღნიშნა ადვოკატმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სახითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ იმსჯელა. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა.