დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანაშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე გუსეინ გაჯიევი და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ისმაილ ქურდოღლი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, 6 900 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა 4 500 აშშ დოლარად გაასაღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ითვალისწინებს.