გიგი უგულავა - თუკი თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ - სხვა, ზეგ შეიძლება მეც

გიგი უგულავა - თუკი თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ - სხვა, ზეგ შეიძლება მეც

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა იყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

"ყველანი ჩამოვლენ, ვინც საჭიროა, არავინ გაქცევას არ აპირებს. თუკი თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია და შესაბამისად, ციხე იმასთან შედარებით აბსოლუტურად არაფერი არ არის", – აღნიშნა გიგი უგულავამ.

თბილისის მერმა ხელისუფლებას მოუწოდა, რეალური პრობლემები მოაგვაროს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

თბილისის მერი საქართველოში გუშინ გვიან ღამით, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან ერთად დაბრუნდა.