ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

"ნაციონალურ მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ქუთიაისიდან თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაშიაა მოთავსებული.

რაც შეეხება კახეთის გუბერნატორს, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე არსებული ცნობით, ჭიაბერაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

ოჯახის ინფორმაციით, ტექნიკური მიზეზების გამო ღამით გირაოს თანხის ვერ მოხერხდა და თანხას დღეს გადაიხდიან, რის შემდეგაც ჭიაბერაშვილი გათავისუფლდება.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი, 20 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.