ილია მეორე: ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქეცეოდა

ილია მეორე: ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქეცეოდა

ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისის დაწყებამდე. პატრიარქმა ივე აღნიშნა, რომ ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რომლის დანერგვაც უნდათ საქართველოში.

"ჩვენ უნდა ვხარობდეთ, როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს. წმინდა მამები გოდებდნენ და ტიროდნენ, როდესაც განსაცდელი არ ჰქონდათ. რაც მოხდა 17 მაისს, სამწუხაროა. ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგარმ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქეცეოდა. მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვას. ბოროტებას მხოლოდ სიკეთე და სიყვარული კურნავს", _ აღნიშნა უწმინდესმა.