დავით ბაქრაძე: დღევანდელი დღე არის ძალიან სერიოზული და შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი საქართველოსთვის

დავით ბაქრაძე: დღევანდელი დღე არის ძალიან სერიოზული და შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი საქართველოსთვის

ვინც დღეს მიიჩნევს, რომ ეს იყო სასიხარულო მოვლენა, სასერიო მოვლენა, გულისმოსაფხანი მოვლენა, რამდენიმე თვეში დარწმუნდება, რომ სამწუხაროდ დღევანდელი დღე არის ძალიან სერიოზული და შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი საქართველოსთვის და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწუვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვით ვანომ მერაბიშვილს პატიმრობა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშილა 20 ათასლარიანი გირაო შეეფარდა.
მისი თქმით, თავს უფლებას არ მისცემს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთოს, რადგან ეს პოლიტიკოსის საქმე არ არის.

„მე ჩემს თავს უფლებას არ მივცემს კომენტარი გავაკეთო მოსამართის გადტაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, შინაგანად ვფიქრობ რომ სხვა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო და მთელი ის აურზაური და ზეწოლა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლოს წინ, რა თქმა უნდა გარკვეული დატვრითვის მატარებელი იყო, მაგრამ ჩემს თავს მაინც არ მივცემ უფლებას მოსამართლის გადაწყეტრილება პოზიტიურად ან ნეგატიურად შევაფასო. ეს არ არის პოლიტიკოსის საქმე. ერთი რაც მე მინდა ვთქა, მე მინდა მივართო ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის და კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის ციხში აღმოჩენა არ არის საქართველოსთვის კარგი, ასეთები არიან ჩვენი მხარდამჭერებიც და ასეთები არიან სახერლმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებიც, ვისაც ესმით, სად გადის ზღვარი ქვეყანაში პოტიკურ თავისუფლებასა და პოლიტიკუ რეპრესიებს შორის. ყველა ასეთ ადამიან მინდა მივმართო, გავამხნევო და ვუთხრა: ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება პოლიტკურადაც, სამართლებრივადაც. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ცალკეული ლიდერების დაპატიმრებებით ნაციონალური მოძრაობა განადგურდება, აღარ იარსებებს და ქვეყანაში განადგურდება მთავარი ოპოზიციური ძალა, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ილუზია დარჩება ილუზიად. „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ცხოვრებასაც, არსებობასაც, აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლასაც და რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, რომ მით უფრო ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება „ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ მე მინდა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ზოგადად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს მოვუწოდო სიმშვიდისკენ, იმისკენ რომ მიუხედავად დღევანდელი დღის სიმძიმისა, ნუ მოახდენენ დრამატიზებას. ბრძოლა გრძელდება. საქართველოში არსებობს ოპოზიციური ძალა, საქართველოში არსებობს „ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენი ბრძოლა იქნება წარატებული, თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც ვანო მერაბიშვილი საპატიმროში აღმოჩნდა ეს არის ძალიან სიმბოლური დღე. დღევანდელ დღეს ვიხილეთ რას ნიშნავს მოქმედი ქართული პოლიცია. არ შემიძლია არ ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადობა არ გადაუხადო ყველა პოლციელს, როლებმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ არ გვეხილა სამარცხვინო ძალადობის სცენები, რომელიც ამ დღეებში იყო და ვფიქრობ, რომ დღეს პოლიციის მუშოაბ არის ყველაზე კარგი შედეგი და გაგრძელება იმ საქმისა, რასაც აკეთებდა ვანო მერტაბიშვილი და რისთვისაც ის აღმოჩნდა ციხეში. ამიტომ, ვანო მერაბიშილს დარჩა პოლიცია და ბევრი გაკეთებული საქმე, გარეთ დარჩა ძალიან ბევრი გასაკეთებლი საქმე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ვანო და ყველა ჩვენ ერთად გავაკეთებთ. ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და მინდა ყველა ჩვენ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო და მოვუწოდო სიმშვიდისკენ", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 ათასი ლარი გირაო, ხოლო ივანე მერაბიშვილს კი პატიმრობა შეუფარდა.