ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა, კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი სასამართლომ 20 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა. ასეთი გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშილმა მიიღო და განმარტა, რომ ჭიაბერაშვილმა თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. 

ქუთაისის საქალაქო სასამრთლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საკითხზე პროცესი დაახლოებით ოთხი საათის განამვლობაში მიმდინარეობდა. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა. საკუთრი შუამდგომლობის გასამყარებლად ის გარემოება დაასახელს, რომ ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი შესაძლოა გამოძებას დაემალონ და ქვეყანა დატოვონ. ბრალდების მხარე არც იმას გამორიცხავდა, რომ მათ მოწმეებზე ზეწოლა განახორციელონ და მტკიცებულებები გაანადგურონ.

თავის მხრივ დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით არაფერი დაკისრებოდათ და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულიყვნენ.

წინასასამართლო სხდომა 15 ივლისს ჩაინიშნა.

ყოფილი პრემიერისა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ. "გაუმარჯოს სამართლიანობას" - ასე სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომელებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ბოლომდე ელოდებოდნენ. მათი თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იწყება, რაც მნიშვნელოვანია.

პროცესის დასრულებამდე სასამართლოს შენობასთან მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.