აკაკი ბობოხიძემ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

აკაკი ბობოხიძემ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ბობოხიძემ ქუთაისის სასამართლოდან გამოსვლისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას რცხვენია, რომ ქვეყანას უწიგნური პროკურორები ჰყავს, რომლებიც "თუთიყუშებივით საუბრობენ".

"9 წლის განმავლობაში ჩვენ ასეთი უწიგნური პროკურორები არ გვყოლია. შეუძლებელია უსმინო მათ, როდესაც თუთიყუშებივით სისულელეებს ლაპარაკობენ რეალურად კი ხელჩასაჭიდი არ აქვთ. ამიტომაც დავტოვე დარბაზი", – განაცხადა ბობოხიძემ.

უმცირესობის წევრის გამოჩენას შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც ბობოხიძესა და აქტივისტებს შორის ორმხრივ სიტყვერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. აკაკი ბობოხიძემ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.