ძალადობისა და კონფლიქტების პრევენცია: სამართლებრივი ასპექტები“  კონფერენციის მონაწილეები „112“-ში

ძალადობისა და კონფლიქტების პრევენცია: სამართლებრივი ასპექტები“ კონფერენციის მონაწილეები „112“-ში

21 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, „ძალადობისა და კონფლიქტების პრევენცია: სამართლებრივი ასპექტები“, კონფერენციის მონაწილეებიეწვივნენ.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას გერმანიის, იაპონიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის, ლიტვის წარმომადგენლები იღებენ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან მაქს პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის სისხლის სამართლის ინსტიტუტი და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამსახური ფრაიბურგი).

„112“-ში მათი ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. კონფერენციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერეს, გაესაუბრნენ ქოლ ცენტრის თანამშრომლებს და გაეცნენ „112“-ის, როგორც ერთიანი საგანგებო ნომრის მუშაობის სპეციფიკას.

სტუმრებმა პრეზენტაციის სახით მიიღეს დეტალური ინფორმაცია „112“-ის ფუნქციებისა და სამომავლო მიზნების შესახებ, განიხილეს სხვადასხვა ქვეყნებში „112“-ის მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მისცეს რეკომენდაციები ქართულ მხარეს.