"ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის საქალქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირპისრება მოხდა. 

აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მკვლელები უწოდეს და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათ ქმედებებს აპროტესტებენ. სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მიახლოვეს საშუალებას არ აძლევს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა, ეს აქცია მართულია და აქციის მონაწილეებმა არ იციან რა უნდათ და რას აპროტესტებენ.