კირკიტაძემ კიდევ ერთი სამსახურებრივი შვებულება აიღო და საზღვარგარეთ გაემგზავრა

კირკიტაძემ კიდევ ერთი სამსახურებრივი შვებულება აიღო და საზღვარგარეთ გაემგზავრა

ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე გუშინ საზღვარგარეთ გაემგზავრა.

როგორც "პირWელს" კირკიტაძის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, კირკიტაძემ სამსახურებრივი შვებულება აიღო.

"დავით კირკიტაძემ შვებულება აიღო და გუშინ საქართველოდან გაემგზავრა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და შვებულების შესახებ ოფიციალური დოკუმენტიც ნახოთ. კირკიტაძე სამსახურში სავარაუდოდ, ერთ თვეში დაბრუნდება, ზუსტ თარიღს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით", - განაცხადეს პრეს-ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში დავით კირკიტაძე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან ვანო მერაბიშვილთან და კახეთის გუბერნატორთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დაკითხეს. სწორედ აქედან გამომდინარე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კირკიტაძე მეუღლესთან ერთად საქართველოდან გაიქცა.