ეშტონი და ფულე იმედოვნებენ, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებით წარიმართება

ეშტონი და ფულე იმედოვნებენ, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებით წარიმართება

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე იმედს გამოთქვამენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატირის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოების პროცესი საერთაშორისო სტანდარტებით წარიმართება.

აღნიშნულის შესახებ ეშტონისა და ფულეს პრეს-მდივნებმა დღეს განაცხადეს.

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე ყურადღებით ეკიდებიან ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის გუშინდელ დაპატიმრებასა და დაკავების შესახებ. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მათ მიმართ სამართალწარმოების პროცესს და მოელის, რომ ის სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი მოელიან საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამ საქმეებზე, ისევე, როგორც ყველა სხვა საქმეზე, მართლმსაჯულება მიუკერძოებლად განხორციელდება და პოლიტიკურად მოტივირებული არ იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.