ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი 17:00 საათზე დაიწყება

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი 17:00 საათზე დაიწყება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი 17:00 საათზე დაიწყება. 

სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყება ორივე დაკავებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატები კი, გეგმავენ დააყენონ შუამდგომლობა, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფთ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდოთ.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი გუშინ დააკავეს. მათ ბრალი ოფიციალურად წუხელ წაუყენეს. გამოძიება მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

ჭიაბერაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ედება მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.