გაიყიდა თუ არა „აუთდორ–ჯი,“ უცნობია

გაიყიდა თუ არა „აუთდორ–ჯი,“ უცნობია

არეკლამო კომპანია ,,აუთდორ–ჯი’’ ვერ ადასტურებს, იყიდა თუ არა კომპანია რუსული „ნიკოლო ემ“-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ღამბაშიძემ.

როგორც ,,აუთდორის’’ წარმომადგენელი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, ღამბაშიძე ისევე როგორც სხვა ინვესტორები, დაინტერესებულები იყვნენ კომპანიის შეძენით. მაგრამ ბოლო პერიოდში კომპანიაში ის არ უნახავთ. მათივე თქმით, მოლაპარაკებები კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, თუმცა, გაიყიდა თუ არა ,,აუთდორ–ჯი’’, თანამშრომლები ინფორმაციას არ ფლობენ.

შეგახსენებთ: საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, ,,აუთდორის’’ მფლობელ დავით იაკობაშვილზე ინტენსიური ზეწოლა მიმდინარეობს, რათა კომპანია გიორგი ღამბაშიძეს გადაუფორმოს. თავად დავით იაკობაშვილი კი ზეწოლად ოპოზიციის ამგვარ განცხადებებს მიიჩნევდა.