ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი გიორგი გელხაური შევიდა

ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი გიორგი გელხაური შევიდა

ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი გიორგი გელხაური შევიდა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ადვოკატი, როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფ კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ისე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს მოინახულებს.

ადვოკატმა იზოლატორში შესვლამდე ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

კანონმდებლობით, სასამართლოს პროცესის ჩასანიშნად 24-საათიანი ვადა აქვს.