ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმე სასამართლოში შევიდა

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმე სასამართლოში შევიდა

ქუთაისის საოლქო პროკურატურამ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სხვა დეტალები, მათ შორის სასამართლო პროცესის გამართვის ზუსტი დრო ცნობილი არ არის. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი გუშინ დააკავეს. 

პროკურატურა მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს. ჭიაბერაშვილს კი, ბრალი ედება მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.