წინასწარი დაკავების იზოლატორთან მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

წინასწარი დაკავების იზოლატორთან მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, იზოლატორთან, პარტიის ლიდერებისა და წარმომადგენლების გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოქალაქეები არიან შეკრებილნი. მათი რაოდენობა, დაახლოებით, 50-ს შეადგენს.

"გუშინ მთელი დღე გვირეკავდნენ საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან და სურვილს გამოთქვამდნენ, ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად ჩამოსულიყვნენ. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ ამის გაკეთება არ იყო საჭირო, თუმცა, როგორც ვხედავთ, იმერეთის სხვადასხვა რაიონის მოქალაქეების გარდა, დღეს აქ გურიის, ასევე შიდა ქართლის რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ და დაკავებულების მხარდასაჭერად მშვიდობიან აქციას მართავენ", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფება.