შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

22 მაისს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის გამოვლენის მიზნით თანამშრომლობის შესახებ, ერთი მხრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს და მეორე მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შორის.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების გამოვლენის მიზნით, ერთობლივი უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნა, რომელიც საქმიანობას განახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ისევე როგორც, კინოლოგიური პროექტის იმპლემენტაცია. პროექტი ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით.