"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ქუთაისში საგანგებო თათბირს გამართავენ

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის ლიდერები საგანგებო თათბირს გამართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, პარტიის ლიდერებს თბილისიდან ქუთაისში უახლოეს ხანში ელოდებიან. ოფისში ამ დროისთვის იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და მიხეილ მაჭავარიანი იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბალავაძემ განუცხადა, დღეს ლიდერები პარტიის ოფისში შეკრებას გამართავენ, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

შეხვედრა, სავარაუდოდ, დახურული იქნება და პარტიის ლიდერები განცხადებებს მისი დასრულების შემდეგ გააკეთებენ.