"ქართული საზოგადოება ფუნდამეტალიზმის საფრთხისადმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოება ფუნდამეტალიზმის საფრთხისა და ფაშიზმის ელემენტებისადმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს.

ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ინტერთან" ინტერვიუში განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ თბილისში სექსუალური უმცირესობების აქცია იყო და ყოვლად მიუღებელი მეთოდები იქნა გამოყენებული ექსტრემისტების, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან. ყველაფერი ეს, უმცირესობების მიმართ იღებს ისეთ ფორმას, რომელიც არ შეესაბამება ცივილიზაციის არცერთ ნორმას, დემოკრატიის არცერთ სტანდარტს. როდესაც ხალხის იწყებს საუბარს ფუნდამენტალიზმის მოსალოდნელი საფრთხისა და ფაშისტური ელემენტების შესახებ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ამის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოვლინდა ნიშნები, რომლებიც სავსებით მიუღებელია ცივილიზებული ქვეყნისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს, 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყანა იყოს. მოქალაქეები, როგორი მრწამსის ან სექსუალური ორიენტაციის არ უნდა იყვნენ, თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.