დავითაშვილი მოითხოვს, მერაბიშვილს ბრალი 7 ნოემბრის საქმეზეც წაეყენოს

დავითაშვილი მოითხოვს, მერაბიშვილს ბრალი 7 ნოემბრის საქმეზეც წაეყენოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი მოითხოვს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი 7 ნოემბრის საქმეზეც წაეყენოს.

ამის შესახებ დავითაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში მერაბიშვილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"მე მაინტერესებს, რატომ არ არის მერაბიშვილის საქმეში 7 ნოემბრის ხსენება. მარაბიშვილის ბოროტების დიდი ნაწილი, სწორედ ამ დღეს მოხდა, მან აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა, რაც კანონით აკრძალულია. ეს არის ხელისუფლების გადამეტება, ამ საქმეს გამოძიებაც არ სჭირდება, უკვე დამდგერი ფაქტია, ამიტომ მაინტერესებს, რატომ არ შედის მერაბიშვილის ბრალში 7 ნოემბერი. იმედია, მთავარი პროკურორი გააკეთებს განმარტებას - 7 ნოემბერი საეთოდ წაშლილია საქართველოს უახლესი ისტირიიდან?", - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ მერაბიშვილი სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" საპეზიდენტო კანდიდატი იყო, დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ამ პარტიის ტაქტიკაა.

"ნაციონალებში" ვისაც ვიცნობ, ყველა პრეზიდენტობოს კანდიდატია, ეს ალბათ, დაცვის მექანიზმია და ამის გამო მართლმსაჯულება ვეღარ უნდა აღსრულდეს?” - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ სასამართლო ყველაფერს გაარკვევს, თუმცა ის ნებისმიერი პირის მიმართ გირაოს გამოყენების წინააღმდეგია.