"საქმე გვაქვს რევანშიზმთან და არა - სამართლიანობის აღდგენასთან"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქმე გვაქვს რევანშიზმთან და არა - სამართლიანობის აღდგენასთან".

ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ინტერთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ჯერ ერთი, ვფიქრობ, ჩვენ საქმე გვაქვს რევანშიზმთან და არა - სამართლიანობის აღდგენასთან. მეორეც, აქ არის საერთაშორისო ასპექტი. მე შემთხვევით არ მოვიყვანე მაგალითი, როგორ მიუდგა ევროკავშირი უკრაინას. მიუხედავად იმისა, როგორი ბრალდებები არის წაყენებული, იქმნება საერთაშორისო პრობლემები, როცა ასეთი რანგის ადამიანებს აკავებენ. საქართველოსთვის ეს თვითმკვლელობაა. უკრაინა დიდი ქვეყანაა და შეუძლია, თავს რაღაც მანევრის უფლება მისცეს, თუმცა იქაც ეს პრობლემებს ქმნის. საქართველოს ნამდვილად არ შეუძლია, თავს ამის უფლება მისცეს. ჩვენ არ შეგვიძლია, დასავლეთის, დემოკრატიული მსოფლიოს მხარდაჭერა დავკარგოთ. ამიტომ აქ არის შიდა ასპექტები და საერთაშორისოც, რომელიც შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს. ვიმედოვნებ, რომ საკითხი ასე შორს არ წავა, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ", - განაცხადა სააკაშვილმა.